ლებრონი ისევ აგებს - ლეკერსი ამჯერად ჰიუსტონთან დამარცხდა
ლებრონი ისევ აგებს - ლეკერსი ამჯერად ჰიუსტონთან დამარცხდა

დღეს დილით, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ათი შეხევდრა გაიმართა.

განსაკუთრებულ ინტერესს „პორტლენდისა“ და „სან ანტონიოს“ დაპირისპირება იწვევდა. როგორც აფიშიდანვე ჩანდა, მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა. როგორც საბოლოოდ გაირკვა, შეხვედრაში გადამწყვეტი მეორე მეოთხედი გამოდგა, რომელიც მასპინძლებმა ცხრა ქულით მოიგეს (37:28). საბოლოოდ შტოტსის გუნდმა, ამ მონაგარს მეორე ტაიმში, კიდევ ოთხქულიანი უპირატესობა შემატა და 121:108 მოიგო. პორტლენდელებს გამარჯვებისკენ 29 ქულითა და 9 შედეგიანი გადაცემით – დამიან ლილარდი გაუძღვა. ამდენივე პასი და ერთით ნაკლები -28 ქულა ქონდა, ტეხასელთა ახალწვეულ -დემარ დეროუზანს.

ზედიზედ მეორე თამაში წააგო „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“. ლებრონ ჯეიმსის ახალი გუნდი, ამჯერად „სტეიპლს ცენტრში“ „ჰიუსტონთან“ დამარცხდა (115:124). „მეფეს“ ამ თამაშში 24 ქულა და 5-5 მოხსნა-პასი ჰქონდა. 36 ქულა, 5 ასისტი, და 7 მოხსნა მოაგროვა „როკეტსის“ ლიდერმა -ჯეიმს ჰარდენმა. მისმა თანაგუნდელმა – კრის პოლმა კი 28 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი ჩაიწერა.

აღსანიშნავია რომ გარდა ორმაგი დუბლისა, პოლი სხვა კომპონენტშიც გამოირჩა – მან და რაჟან რონდომ, მოედანზე ხელჩართული ჩხუბი გამართეს და შეხევდრაც ნაადრევად დაასრულეს.

დღის სხვა შეხევდრებში შემდეგი ანგარიშები დაფიქსირდა:

ინდიანა – ბრუკლინი 132:112

ვაშინგტონი – ტორონტო 113:117

ნიუ იორკი – ბოსტონი 101:103

ფილადელფია – ორლანდო 116:115

ჩიკაგო – დეტროიტი 116:118

მაიამი – შარლოტი 112:113

დალასი – მინესოტა 140:136

დენვერი – ფინიქსი 119:91