ლებრონი დევისთან შეხვედრაზე - „ისენი მე ვერ გამაკონტროლებენ და მე წესების მიხედვით ვთამაშობ“ 
ლებრონი დევისთან შეხვედრაზე - „ისენი მე ვერ გამაკონტროლებენ და მე წესების მიხედვით ვთამაშობ“ 

NBA-ს რეგულარული სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „სტეიპლს ცენტრში“ „ნიუ ორლეანი“ მიიღო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. როგორც ცნობილი გახდა, ლებრონ ჯეიმსმა მატჩის შემდგომ სადილზე დაპატიჟა „პელიკანსისა“ და NBA-ს ამომავალი ვარსკვლავი ენტონი დევისი. ერთ-ერთ ინტერვიუში „მეფემ“ აღნიშნა, რომ დევისის „ლეიკერსში“ ხილვა, მისთვის არნახულად სასიამოვნო იქნებოდა. ბევრი ადამიანი NBA-ს საკალათბურთო ოჯახიდან და მათ შორის „ნიუ ორლეანის“ მწვრთნელი, ელვინ ჯენტრი არ იყვნენ კმაყოფილები ჯეიმსისა და დევისის შეხვედრით.

„მე წესებს არ ვარღვევ და ვაღიარებ რომ მსურს დიდი მოთამაშეების გვერდით თამაში. ეს მე ვარ და ამას ვერ დავმალავ“ – უპასუხა ჯეიმსმა უკმაყოფილო მხარეს.