ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. NBA-ს რეგულარული სეზონის შეხვედრაში ჯეიმსის ყოფილი გუნდი „კლივლენდი“ „ფილადელფიას“ დაუპირისპირდა. „მეფის“ ყოფილმა გუნდელმა ჩენინგ ფრაიმ მატჩის მიმდინარეობისას საკმაოდ სახალისო პასი გააკეთა. ვეტერანმა კალათბურთელმა შემთხვევით გადაცემა სათადარიგოთა სკამზე მჯდარ კოლინ სექსტონს მისცა.
აღნიშნული ფაქტი უყურადღებოდ არ დაუტოვებია ლებრონ ჯეიმსს, რომელმაც ჩენინგ ფრაის სახალისო ვიდეოთი მიმართა.