„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკური მიღწევის ავტორი გახდა. ორშაბათს, „ატლანტას“ წინააღმდეგ მატჩში, ლებრონმა დააგროვა 26 ქულა და გაუსწრო ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს რეგულარულ სეზონებსა და პლეი ოფში ერთად აღებული ქულების რაოდენობით.
ახლა, ჯეიმსის აქტივში 38 292 ქულაა. აქედან 31 381 ქულა რეგულარულ ჩემპიონატებზე მოდის და 6 911 ქულა – პლეი ოფის მატჩებზე. ჯორდანის მონაგარი იყო 38 279 ქულა (32 292+5 987).
ამ მაჩვენებლით, ყველა დროის სიას სათავეში უდგას ქარიმ აბდულ-ჯაბარი – 44 749 (38 987+5 762), მეორეა კარლ მელოუნი – 41 689 (36 928+4 761), მესამე კობი ბრაიანტი – 39 283 (33 643+5 640). ჯეიმსი და ჯორდანი მეოთხე და მეხუთე ადგილებზე არიან.
ლებრონ ჯეიმსი მეექვსე ადგილზე იმყოფება NBA-ის ისტორიაში რეგულარულ ჩემპიონატების ყველაზე შედეგიანი კალათბურთელების სიაში და ჩამორჩება ჯორდანს 911 ქულით. ლებრონს სჭირდება დაახლოებით 35 მატჩი იმისთვის, რომ დაეწიოს ჯორდანს, რომელიც ყველა დროის სიაში მეოთხე ადგილზე იმყოფება.