ლებრონ ჯეიმსს „ლეიკერსში“ კავაი ლეონარდისა და ჯიმი ბატლერის ხილვა სურს [ვიდეო]
„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ აქტიურად შეუდგა მზადებას მომავალი სეზონისთვის. გუნდში ძირეული ცვლილებები რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ მოხდა. თანამდებობა დატოვა მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ვოლტონმა, მის მაგივრად კი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან გუნდში „ინდიანასა“ და „ორლანდოს“ ყოფილი თავკაცი ფრენკ ფოგელი დაინიშნა. მოულოდნელად დატოვა თანამდებობა მეჯიქ ჯონსონსმა. ამჟამად კი ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებით არის დაკავებული.
თავისუფალი აგენტის სტატუსს მიმდინარე პლეიოფის დასრულების შემდეგ რამდენიმე ვარსკვლავი მიიღებს. ცნობილი გახდა, რომ „ლეიკერსის“ ლიდერ ლებრონ ჯეიმსს ლოს ანჯელესურ გუნდში კავაი ლეონარდისა და ჯიმი ბატლერის ხილვა სურს.
„ი ეს პი ენის“ (ESPN) ინფორმაციით, მოლაპარაკებებში მონაწილეობას თავად ჯეიმსი მიიღებს და შეეცდება, რომ კავაი და ბატლერი „ლეიკერსში“ გადმოიყვანოს.