სავარაუდოდ, ლოს ანჯელეს ლეიკერსს სულ მალე ტაირონ ლუ ჩაუდგება სათავეში. მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას იაჰუ სპორტსის (Yahoo Sports) ჟურნალისტი კრის ჰეინსი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ტაირონ ლუმ კლივლენდ კავალიერსთან და ლებრონ ჯეიმსთან ერთად ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. წარსულში კი ის ტიტულის მომგები ლეიკერსის გუნდის წევრი იყო. წყაროს ცნობით, ტაირონ ლუს ასისტენტებად რამდენიმე კანდიდატი განიხილება, მათ შორის არიან ინდიანასა და ორლანდოს ყოფილი თავკაცი ფრენკ ფოგელი და ჩიკაგოსა და მინესოტას ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტომ ტიბოდო.
ეს უკანასკნელი, წყაროს ცნობით, ლებრონ ჯეიმსის ფავორიტი კანდიდატურაა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა აზრი აქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით თავად მინესოტას ექს-პრეზიდენტს.