ლებრონ ჯეიმსს 100 მილიონი გამომწერი ჰყავს - უფრო მეტი, ვიდრე NBA-ს, NFL-ს, MLB-ს, NHL-სა და MLS-ს ერთად #1TVSPORT
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა „ინსტაგრამში“ 100 მილიონი გამომწერი შეაგროვა. კალათბურთელი მეხუთე სპორტსმენია ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.
„ინსტაგრამში“ ყველაზე პოპულარული სპორტსმენების სიაში პირველი სამი ადგილი ფეხბურთელებს უკავიათ – კრიშტიანო რონალდოს (353 მილიონი გამომწერი), ლიონელ მესის (272 მილიონი) და ნეიმარს (162 მილიონი). მეოთხე ადგილზეა კრიკეტის მოთამაშე ვირათ კჰოლი (159 მილიონი).
100 მილიონი ფოლოვერით ლებრონ ჯეიმსი უფრო პოპულარულია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების ხუთი მთავარი პროფესიული ლიგა ერთად აღებული: NBA (კალათბურთი, 60 მილიონი), NFL (ამერიკული ფეხბურთი, 21,7 მილიონი), MLB (ბეისბოლი, 7,9 მილიონი), NHL (ჰოკეი, 4,9 მილიონი) და MLS (ფეხბურთი, 2 მილიონი).