“კლივლენდის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა იმ მთავარი მიზნის შესახებ უამბო ჟურნალისტებს, რომლის მიღწევაც კალათბურთელის აქტიური კარიერისას სურს.
“ეს მიზანია ჩემს ვაჟთან ერთად NBA-ში ერთ მოედანზე თამაში. ეს იქნება კალათბურთელის რანგში ნომერ პირველი მიღწევა ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება გამოვიდეს, რადგან მას წელს 14 წელი უსრულდება.
თუმცა, რატომ მაინცა და მაინც ერთად? შეიძლება ერთმანეთის წინააღმდეგაც”, – მოჰყავს ფორვარდის სიტყვები ‘სპორტს ილუსტრეიტედს’ (Sports Illustrated).
ამ ზაფხულს, ლებრონ ჯეიმსი თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლას გეგმავს. ჯერჯერობით, ასახელებენ ოთხ კლუბს, სადაც ფორვარდმა შეიძლება კარიერა გააგრძელოს – “ჰიუსტონი”, “გოლდენ სტეიტი”, “ბოსტონი” და “ფილადელფია”.