„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი უშვებს შესაძლებლობას – მონაწილეობა მიიღოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში. ამასთან, NBA-ის სამგზის ჩემპიონი გამორიცხავს წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლას.
„მომწონს გრეგ პოპოვიჩი, მაგრამ წლევანდელი ზაფხული, აშკარაა, არ არის საუკეთესო ვარიანტი ჩემთვის. რაც შეეხება ოლიმპიადას – ეს შესაძლებელია. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩემს მდგომარეობაზე. მომწონს ოლიმპიადა“, – განაცხადა ჯეიმსმა „კლაჩპოინტსთან“ (clutchpoints.com) კომენტარში.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ლებრონ ჯეიმსმა ვადაზე ადრე დაასრულა წლევანდელი სეზონი საზარდულის ტრავმის გამო. გარდა ამისა, 2019 წლის ზაფხულში ლებრონი მონაწილეობას მიიღებს ფილმ „კოსმოსური ჯემი-2“-ის გადაღებებში.
ლებრონ ჯეიმსს 2008 და 2012 წელს აქვს მოგებული ოლიმპიური თამაშები.