ლეიკერსისთვის მიმდინარე სეზონს წარმატებულად ნამდბილად ვერ ჩავთვლით. გუნდი 30 მოგებითა და 35 წაგებით 11 ადგილზე იმყოფება და საპლეიოფო ზონას, ანუ მერვე ადგილს, უკვე 7 მოგებით ჩამორჩება. ლოსანჯელესურმა გუნდმა რეგულარულის მორიგი შეხვედრა რამდენიმე საათის წინ დაასრულა და ზედიზედ მეოთხე მატჩი, ამჯერად დენვერთან წააგო.
მარცხის მიუხედავად, შეხვედრა განსაკუთრებული გამოდგა ლეიკერსის ლიდერ ლებრონ ჯეიმსისთვის. მეფემ ყველა დროის საუკეთესო მექულეთა სიაში ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს გადაასწრო და მეოთხე ადგილზე აღზევდა. ლებრონს ჯორდანის რეკორდის გასაუმჯობესებლად მხოლოდ 13 ქულის დაგროვება სჭირდებოდა, რაც მარტივად შეასრულა.
წუთშესვენების შემდეგ, ლებრონმა მომხდართან დაკავშირებით ემოციები ვერ დამალა.
შეხვედრა კი მან 27 ქულით დაასრულა. ყველა დროის საუკეთესო მექულეთა სიაში მესამე ადგილზე კობი ბრაიანტია, რომელიც ჯეიმსს 1300 ქულით უსწრებს. აქედან გამომდინარე, მეფეს კობის რეკორდის გასაუმჯობესებლად სავარაუდოდ მომავალ სეზონამდე მოცდა მოუწევს.