ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ორი წინასასეზონო მატჩი გაიმართა.
ლებრონ ჯეიმსმა პირველი გამარჯვება მოიპოვა „ლეიკერსის“ შემადგენლობაში. მის ანგარიშზე 18 ქულა იყო. მისმა თანაგუნდელმა ბრენდონ ინგრემმა 31 ქულა აიღო. „საკრამენტოში“ ორმაგი დუბლი ჰქონდა დებიუტანტ მარვინ ბეგლის – 19 ქულა და 10 მოხსნა.
კიდევ ერთ მატჩში „ინდიანამ“ სტუმრად მოუგო „ჰიუსტონს“. ვიქტორ ოლადიპომ 24 ქულა დააგროვა, ორმაგი დუბლები ჰქონდათ დომანტას საბონისსა (15 ქულა და 12 მოხსნა) და ტი ჯეი ლიფს (13 ქულა და 12 მოხსნა). „ჰიუსტონის“ შემადგენლობაში ჯეიმს ჰარდენმა ორმაგი დუბლი გაიფორმა 17 ქულითა და 10 შედეგიანი პასით. კარმელო ენტონის ანგარიშზე 16 ქულაა.
ჰიუსტონი-ინდიანა 100:110 (25:27, 23:27, 34:29, 18:27)
ჰ: ჰარდენი (17+5 მოხსნა+10 პასი), ენტონი (16+5 მოხსნა), კარტერ-უილიამსი (15+5 მოხსნა+5 პასი), ენისი (12+6 მოხსნა), გორდონი (12).
ი: ოლადიპო (24), საბონისი (15+12 მოხსნა), ჯოზეფი (14), ლიფი (13+12 მოხსნა), სამერი (12), ბოგდანოვიჩი (11), ტერნერი (11).
ლეიკერსი-საკრამენტო 129:123 (32:39, 35:27, 28:30, 33:27)
ლ: ინგრემი (31+9 მოხსნა), ჯეიმსი (18), კუზმა (17), ჰარტი (17), კოლდუელ-პოუპი (11), სტივენსონი (10).
ს: ბეგლი (19+10 მოხსნა), ფოქსი (18), ჰილდი (16), ჯილსი (14+7 მოხსნა), მეისონი (12), გაბრიელი (10).