ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია COVID-19-ის, ანუ ახალი კორონავირუსის გამო საგანგენო ზომებზე გადადის.
ლიგის ხელმძღვანელობა ბევრ სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს და ჯერჯერობით არ არის ცნობილი კონკრეტულად თუ რა შეზღუდვები იმოქმედებს ინფექციასთან დაკავშირებით.
ერთერთი ასეთი აკრძალვა თამაშების იმაყურებლოდ გამართვას გულისხმობს. რამდენიმე დღის წინ ამ იდეის შესახებ „ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა საკუთარი აზრი გამოთქვა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ლიგა მაყურებლებს თამაშებზე დასწრებას აუკრძალავს ის ასეთ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებდა. თუმცა როგორც ჩანს „მეფემ” აზრი შეიცვალა. პლანეტის ერთერთმა საუკეთესო კალათბურთელმა დღეს განაცხადა, რომ ის რა თქმა უნდა ამ ფაქტით იმედგაცრუებული იქნება, თუმცა სიტუაციის სიმწვავის ესმის და აკრძალვებს ემხრობა.