ლებრონ ჯეიმსმა კარანტინზე და კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი დროით შეჩერდა. რთულ პერიოდში კალათბურთელები ფორმის შენარჩუნებას საკუთარ სახლებში ცდილობენ. რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება კარანტინი, მით უფრო რთული და ხანგრძლივი იქნება მოთამაშეებისთვის ფორმაში შესვლა, რაც თავის მხრივ სეზონზე ზეგავლენას მოახდენს, თუ რა თქმა უნდა 2020 წელს რეგულარულის განახლება მოხერხდა.
„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსმა შეჩერებულ სეზონზე ESPN-ნთან ისაუბრა.
„როდესაც 6 თვე დაუღალავად შრომობ მიზნის მისაღწევად და უცებ ეს ყველაფერი ქრება. მე არ მომწონს როდესაც საუბრობენ, რომ ბიჭებს მეტი დასასვენებელი დრო მიეცათ. ლებრონი 35 არის და მას მეტი დასვენება ესაჭიროება. სინამდვილეში მე პირიქით ვფიქრობ. რადგან, როდესაც ჩვენ თამაშს შვეშვით მივხვდი, რომ რაღაც დამაკლდა და ეს არ მსიამოვნებს. იმედია ეს ყველაფერი მალე დასრულდება და ცხოვრების ჩვეულ რითმს დავუბრუნდებით“.