ლებრონ ჯეიმსის ვაჟს NBA-ში თამაშის უფლება მისცეს #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსის ვაჟს NBA-ში თამაშის უფლება მისცეს #1TVSPORT

ლეგენდარული ლებრონ ჯეიმსის ვაჟმა, ბრონი ჯეიმსმა სამედიცინო თანხმობა მიიღო ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სათამაშოდ. ამის შესახებ წერს ცნობილი ინსაიდერი ადრიან ვოინაროვსკი.

უმცროს ჯეიმსს დაახლოებით ცხრა თვის წინ, ვარჯიშის დროს გული გაუჩერდა, რის შემდეგაც მან გულის თანდაყოლილ მანკზე მკურნალობის კურსი გაიარა. NBA-ის სპეციალურმა კომისიამ მოიწონა 19 წლის კალათბურთელის კანდიდატურა და ახლა ბრონის შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს 2024 წლის დრაფტში.

ბრონი ჯეიმსი სტუდენტურ ლიგაში სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში თამაშობდა, სადაც 25 მატჩში საშუალოდ 4.8 ქულას აგროვებდა. ადრე არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ 39 წლის ლებრონ ჯეიმსი ოცნებობს NBA-ის რომელიმე გუნდში შვილთან ერთად თამაშზე და ამის შემდეგ კარიერის დასრულებაზე.

ლებრონი „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობს, მაგრამ მას აქვს ამ ზაფხულში კალიფორნიულ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტის შესაძლებლობა, რის გამოყენებასაც ის აპირებს.