ლებრონ ჯეიმსის ვაჟს კალათბურთში დაბრუნების ნება დართეს #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსის ვაჟს კალათბურთში დაბრუნების ნება დართეს #1TVSPORT

„ლეიკერსის“ ფორვარდის ლებრონ ჯეიმსის ვაჟი ბრონი კალათბურთში დაბრუნდება, – იტყობინება ინსაიდერი შემს ჩარანია.

უმცროს ჯეიმსს კალათბურთში დაბრუნების ნება დართეს გულის გაჩერების შემდეგ. ინციდენტი 2023 წლის ივლისში მოხდა.

ბრონი ჯეიმსი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის გუნდში თამაშობს. მომდევნო კვირას ის განაახლებს გუნდურ ვარჯიშებს და მალე თამაშებს დაუბრუნდება.