ლებრონ ჯეიმსის ვაჟმა NBA-ის დრაფტზე საკუთარი კანდიდატურა დააყენა #1TVSPORT
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერის, ლებრონ ჯეიმსის ვაჟმა, ბრონი ჯეიმსმა თავისი კანდიდატურა დააყენა NBA-ის 2024 წლის დრაფტზე.
უმცროსმა ჯეიმსმა „ინსტაგრამში“ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც მადლობა გადაუხადა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის გულშემატკივრებს იქ გატარებული ერთი წლის გამო. გარდა ამისა, „ინსტაგრამის“ პოსტის მეშვეობით ირკვევა, რომ ბრონი ჯეიმსი NCAA-ში სატრანსფერო ბაზარზე გავიდა. ასე რომ, მას ექნება სტუდენტურ ლიგაში მეორე წელს დაბრუნების შესაძლებლობა, ოღონდ კოლეჯის შეცვლა აქვს გადაწყვეტილი.
„მე მქონდა ერთი წელი – აღმავლობებითა და ჩავარდნებით, მაგრამ ამან ხელი შემიწყო ზრდაში, როგორც მამაკაცს, სტუდენტსა და სპორტსმენს. მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო NBA-ს დრაფტში. ამასთან, ვინარჩუნებ კოლეჯში სწავლის უფლებას, ასევე გავალ NCAA-ს სატრანსფერო ბაზარზე“, – დაწერა ბრონიმ.