„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდის, ლებრონ ჯეიმსის ვაჟი – ბრონი საავადმყოფოდან გამოწერეს გულის გაჩერების შემდეგ, – ამის შესახებ დაწერა ჟურნალისტმა შემს ჩარანიამ.
ინციდენტი 25 ივლისს კალიფორნიის უნივერსიტეტში ადგილობრივ გუნდში ვარჯიშისას მოხდა. სამედიცინო პერსონალმა ბრონი ჯეიმსს დახმარება აღმოუჩინა და საავადმყოფოში მიიყვანა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 18 წლის კალათბურთელმა დატოვა ინტენსიური თერაპიის განყოფილება და სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება.