ლებრონ ჯეიმსის მიერ გახსნილ სკოლაში განათლების კატასტროფული დონეა - სამი წელია, მათემატიკის გამოცდა ვერავინ ჩააბარა #1TVSPORT
ოჰაიოს შტატის ქალაქ აკრონში კერძო სკოლა – I Promise School-ი, რომელიც „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდის, ლებრონ ჯეიმსის დაარსებულია და მისი ნაწილობრივი დაფინანსებით არსებობს, არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო შტატის გულმოდგინე დაკვირვების ქვეშ მოხვდა.
როგორც ირკვევა, სამი წლის განმავლობაში სკოლის ვერცერთმა მერვეკლასელმა ვერ ჩააბარა სახელმწიფო გამოცდა მათემატიკაში, – წერს გამოცემა Akron Beacon Journal-ი. ასევე ცნობილი ხდება, რომ ამ გაზაფხულზე მოსწავლეთა მხოლოდ რვა პროცენტმა შეძლო ინგლისურ ენაში ტესტის ჩაბარება.
შედეგად, სკოლა მოხვდა ოჰაიოს განათლების დეპარტამენტის სიაში, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც მიზანმიმართული ჩარევა სჭირდება.
ლებრონ ჯეიმსმა სკოლა ხუთი წლის წინ გახსნა.