ლოს ანჯელეს „ლეიკერსი“ გარკვეული პერიოდის მანძილზე ცდილობდა, რომ ერთ-ერთი ლიდერის, ენტონი დევისის არყოფნაში დასავლეთ კონფერენციის სათავეში ადგილის შენარჩუნებას. დევისი მოედანს რამდენიმე კვირაში დაუბრუნდება, თუმცა მოქმედი ჩემპიონი ახალი უსიამოვნების წინაშე აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინ „ატლანტასთან“ შეხვედრის დროს ლებრონ ჯეიმსი სოლომონ ჰილთან შეჯახებისას დაშავდა. „მეფემ“ კოჭი დაიზიანა და როგორც შემდგომ გაირკვა საკუთარ გუნდს გაურკვეველი დროით დააკლდა.
ლებრონის ტრავმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ლოსანეჯელსური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა. ფრენკ ფოგელის თქმით ჯეიმსის დაზიანებას რეაბილიტაციისთვის საკმაოდ დიდი პერიოდი სჭირდება. აქედან გამომდინარე დაბრუნების თარიღზე საუბარი ჯერჯერობით რთულია.