ლებრონ ჯეიმსის და დვეინ ვეიდის შვილები მომავალი სეზონიდან ერთ გუნდში ითამაშებენ
ლებრონ ჯეიმსის და დვეინ ვეიდის შვილები მომავალი სეზონიდან ერთ გუნდში ითამაშებენ

ლებრონ ჯეიმსი და დვეინ ვეიდი თანაგუნდელები 2010 წელს გახდნენ. მაშინ ჯეიმსმა ვეიდთან, ბოშთან და მაიამისთან ერთად ოთხჯერ მოახერხა სუპერფინალში გასვლა და ორჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. იმ დროის „ჰიტმა“ საკუთარი ფურცელი დაწერა მსოფლიო კალათბურთის ისტორიის წიგნში.

ლებრონის და ვეიდის დუეტი კალათბურთის მოყვარულებს ყოველთვის ემახსევრებათ. ვეიდმა სპორტული კარიერა 2018-19 წლების რეგულარული სეზონის შემდეგ დაასრულა. ორივე ვარსკვლავის ვაჟი მომავალი კალათბურთელია და ამჟამად საშუალო სკოლის გუნდებში ასპარეზობს. როგორც გაირკვა, ბრონი ჯეიმსი და ზაირ ვეიდი სიერა კანიონის საშუალო სკოლის გუნდში მომავალი სეზონიდან თანაგუნდელები იქნებიან.