“კლივლენდ კავალიერზის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ზედიზედ მეოთხედ ჩაუდგა სათავეში ყველაზე შემოსავლიანი ჩოგბურთელების რეიტინგს, რომელსაც ყოველწლიურად ადგენს ჟურნალი Forbes.
ლებრონის შემოსავალმა 2017-18 წლების სეზონში 85.3 მილიონი დოლარი შეადგინა. 33 წლის კალათბურთელის ხელფასი 33.3 მილიონი დოლარია, 52 მილიონი კი მას რეკლამებმა მოუტანა.
2018 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელების ტოპ-ათეული ასეთია:
1. ლებრონ ჯეიმსი (კლივლენდი) – 85,3 მლნ (33,3+52)
2. სტივენ კარი(გოლდენ სტეიტი) – 76,7 (34,7+42)
3. კევინ დურანტი (გოლდენ სტეიტი) – 58 (25+33)
4. ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი) – 48,3 (28,3+20)
5. რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა) – 47,5 (28,5+19)
6. დემიან ლილარდი (პორტლენდი) – 40,2 (26,2+14)
7. ბლეიკ გრიფინი (დეტროიტი) – 35,5 (29,5+6)
7. იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი) – 35,5 (22,5+13)
9. კარმელო ენტონი (ოკლაჰომა) – 33,2 (26,2+7)
10. ენტონი დევისი (ნიუ ორლეანი) – 32,8 (23,8+9)