ლებრონ ჯეიმსი თვლის, რომ ენტონი დევისის „ლეიკერსში“ გადმობირება შესანიშნავი იქნება
„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ რეგულარული სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში „ბრუკლინ ნეთსთან“ წააგო. მომდევნო მატჩს ლებრონი და კომპანია ნიუ ორლეანში, პარასკევს გამართავს. ლოს ანჯელესური კლუბი იმ გუნდების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც „პელიკანსის“ ვარსკვლავის, ენტონი დევისის შეძენით არიან დაინტერესებული.
„ბრუკლინთან“ წაგებული მატჩის შემდეგ ლებრონ ჯეიმსს კითხეს, მოეწონებოდა თუ არა მას, რომ ენტონი დევისი მისი თანაგუნდელი იყოს. „მეფეს“ პასუხი ასეთი იყო. „ეს შესანიშნავი იქნებოდა, დაუჯერებელი“.
იმისათვის, რომ ორლეანელი „დიდი კაცი“ „ლეიკერსმა“ ლოს ანჯელესში დააბინავოს, სავარაუდოდ მათ ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე სერიოზული ბრძოლის მოგება მოუწევთ.