ლებრონ ჯეიმსი სეზონის პირველ სიმბოლურშია, კარი - მესამეში
ლებრონ ჯეიმსი სეზონის პირველ სიმბოლურშია, კარი - მესამეში

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 2017-2018 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრებები შეადგინა.
პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვდნენ: დამიენ ლილარდი (“პორტლენდი”), ჯეიმს ჰარდენი (“ჰიუსტონი”), კევინ დურანტი (“გოლდენ სტეიტი“), ლებრონ ჯეიმსი (“კლივლენდი”), ენტონი დევისი (“ნიუ ორლეანი”).

ლებრონ ჯეიმსი მეთორმეტედ შეიყვანეს სეზონის პირველ სიმბოლურ ნაკრებში, რაც NBA-ის ახალი რეკორდია. მანამდე რეკორდის მფლობელები იყვნენ – კარლ მელოუნი და კობი ბრაიანტი (11-11 მოხვედრა).

მეორე სიმბოლური: რასელ უესტბრუკი (“ოკლაჰომა”), დემარ დეროზანი (“ტორონტო“), იანის ანტენტოკუნმპო (“მილუოკი”), ლამარკუს ოლდრიჯი (“სან ანტონიო”), ჯოელ ემბიდი (“ფილადელფია”).

მესამე სიმბოლური: სტეფ კარი (“გოლდენ სტეიტი“), პოლ ჯორჯი (“ოკლაჰომა”), ვიქტორ ოლადიპო (“ინდიანა”), ჯიმი ბატლერი (“მინესოტა”), კარლ-ენტონი თაუნსი (“მინესოტა”).