„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი რამდენიმე კვირას გამოტოვებს მარჯვენა ტერფის ტრავმის გამო, რომელიც მან „დალასთან“ ორი დღის წინანდელ მატჩში მიიღო.
38 წლის კალათბურთელის აღდგენის ზუსტი თარიღი დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.
„ლეიკერსს“ რეგულარულ სეზონში 29 მოგება და 32 მარცხი აქვს და მე-12 ადგილზეა დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში.