“კლივლენდის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი HBO-ის ტელეარხზე დოკუმენტური ფილმის პროდუსერი გახდება. სურათი მიეძღვნება NCAA-ის სტუდენტური ლიგის მუშაობის სისტემას. ადრე, ლებრონმა აშშ-ის სტუდენტურ საკალათბურთო ლიგას კორუმპირებული უწოდა. ფილმი ეთერში 2 ოქტომბერს გავა.
“ეს არის ძალიან მნიშვნლოვანი ისტორია ადამიანისა და სტუდენტ-სპორტსმენების ძირითადი უფლებების ინსტიტუციური დარღვევების შესახებ”, – განაცხადა მავერიკ კარტერმა – ლებრონ ჯეიმსის მეგობარმა და კალათბურთელის პრომოუტერული კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.
ფილმში გამოჩნდებიან “ფილადელფიას” ფორვარდი ბენ სიმონსი და ლებრონ ჯეიმსის აგენტი რიჩ პოლი, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი NCAA-ის სისტემის მიმართ.