ლებრონ ჯეიმსი NBA-ში მეორე შვილს ელოდება #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსი NBA-ში მეორე შვილს ელოდება #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მიმდინარე სეზონში ლებრონ ჯეიმსმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ რიგებში თავის ვაჟთან ბრონი ჯეიმსთან ერთად ითამაშა. ეს იყო NBA-ის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ერთ გუნდში მამა-შვილმა ითამაშა.

მაგრამ ლებრონ ჯეიმსი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. როგორც ESPN იტყობინება, ლეგენდარული ფორვარდი ფიქრობს იმაზე, რომ გუნდში თავის კიდევ ერთ ვაჟს დაელოდოს – ბრაის ჯეიმსს. ახლა ის 17 წლისაა და სიერა კენიონის სკოლის გუნდში გამოდის.

იმ მომენტში, როცა ბრაისს NBA-ში თამაშის უფლება ექნება, ლებრონ ჯეიმსი 42 წლის იქნება. სწორედ ეს იდეა არის მისთვის აღმაფრენა, რომ კარიერა გააგრძელოს.

ლებრონ ჯეიმსი ამ სეზონში საშუალოდ მატჩში 22.3 ქულას აგროვებს. ამ დღეებში, ის გახდა პირველი კალათბურთელი, ვინც 41 ათასი ქულის ზღვარს გადააბიჯა.