ლებრონ ჯეიმსი NBA-ის ყველა დროის მეორე ბომბარდირი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში მეორე ბომბარდირი გახდა. „ვაშინგტონთან“ გასვლით შეხვედრაში მან 38 ქულა დააგროვა და გაუსწრო „იუტას“ ლეგენდას კარლ მელოუნს, რომელსაც კარიერაში 36 928 ქულა აქვს მოპოვებული.
თამაშის დაწყებამდე ლებრონი მელოუნს 19 ქულით ჩამორჩებოდა და უკვე მეორე მეოთხედში შეძლო მისი გადასწრება. ახლა, ჯეიმსს კარიერაში 36 947 ქულა აქვს. ამ შედეგის მისაღწევად მას 1363 მატჩის ჩატარება დასჭირდა, მელოუნს – 1476 მატჩი.
ასე რომ, NBA-ის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ლებრინ ჯეიმსზე წინ მხოლოდ ქარიმ აბდულ ჯაბარი რჩება. მათ შორის სხვაობა 1440 ქულაა და „ლეიკერსის“ ლიდერს რეალური შანსი აქვს, რომ უკვე მომდევნო სეზონში გახდეს ლიგის ისტორიაში საუკეთესო მექულე. ამისთვის მას საშუალოდ მატჩში დაახლოებით 20 ქულის დაგროვება დასჭირდება. ამ სეზონში ლებრონის საშუალო შედეგიანობა 297 ქულას შეადგენს.
NBA-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა TOP10:
- ქარიმ აბდულ-ჯაბარი – 38 387
- ლებრონ ჯეიმსი – 36 947
- კარლ მელოუნი – 36 928
- კობი ბრაიანტი – 33 643
- მაიკლ ჯორდანი – 32 292
- დირკ ნოვიცკი – 31 560
- უილტ ჩემბერლენი – 31 419
- შაკილ ო’ნილი – 28 596
- კარმელო ენტონი – 28 218
10. მოზეს მელოუნი – 27 409