ლებრონ ჯეიმსი - მაღალი დონის მოთამაშეების აყვანა ლოს-ანჯელესში ბევრად ადვილია, ვიდრე კლივლენდში
მას შემდეგ, რაც ლებრონ ჯეიმსი 2014 წელს „მაიამიდან“ კვლავ „კლივლენდში“ გადავიდა, მას იქ უკვე ელოდებოდნენ კაირი ირვინგი და კევინ ლავი, თუმცა „კავალიერსში“ გატარებულ ბოლო 4 წელიწადში „მეფემ“ და გუნდის ხელმძღვანელობამ უმაღლესი დონის მოთამაშის გადმობირება ვერშეძლეს.
ჯეიმსის განცხადებით, ამ მხრივ ლოს-ნჯელესში გაცილებით უკეთესი სიტუაციაა და, მისი თქმით, „ლეიკერსში“ ვარსკვლავების გადაბირება ბევრად იოლი ამოცანა იქნება. საქმე იმაშია, რომ, ჯეიმსის შეძენის შემდეგ, ლოს-ანჯელესური გუნდი კიდევ ერთი ვარსკვლავის დამატებას ფიქრობს. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, თავისუფალი აგენტების სტატუსებს კევინ დიურანტი, კავაი ლეონარდი და ჯიმი ბატლერი მოიპოვებენ. ასევე აქტიურად მიდის საუბარი „ნიუ-ორლეანიდან“ ენტონი დევისის გაცვლაზე.