ამერიკული მედია ლებრონ ჯეიმსსა და ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ მთავარ მწვრთნელ, ლუკ ვოლტონს შორის უთანხმოებაზე საუბრობს.
ცნობილი ფაქტია, რომ „მეფეს“ კლივლენდში, თავის ყოფილ გუნდში, „კავალიერსის“ მთავარი მწვრთნელთან, ტაირონ ლუსთან საკმაოდ ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. დღეს კი, როგორც ჩანს ჯეიმსი არც ამჟამიდნელი ხელმძღვანელის მუშაობით არის კმაყოფილი. ამბობენ, რომ ლებრონი ვოლტონის ზარებსაც არ პასუხობს.