ლეიკერსის ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა დაასახელა მიზეზი, თუ რატომ ჰქონდა მის კლუბს ბევრი დაკარგვა ორლანდოსთან საკუთარ მოედანზე გამართულ მატჩში, რომელშიც სტუმრებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 108-104.
„ხშირად ბევრ დაკარგვებს ვაკეთებთ იმის გამო, რომ ვთამაშობთ ზედმეტად არაეგოისტურად, მათ შორის მეც“, – განუცხადა ლებრონმა მატჩის შემდეგ „კლაჩ პოინტს“ (Clutch Points). – „ხანდახან ვცდილობ სახიფათო გადაცემები გავაკეთო, როდესაც შემიძლია ბურთი დავიჭირო. ზოგი დაკარგვა იძულებითია,ზოგჯერ ვკარგავთ შეტევაში. ჩვენ მეტი სიფრთხილით უნდა მოვეპყროთ ბურთს“.