ლებრონ ჯეიმსი ლას ვეგასში NBA-ის ახალი გუნდის ყველაზე რეალურ პოტენციურ მფლობელად მიიჩნევა # 1TVSPORT
„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდს, ლებრონ ჯეიმსს მაღალი შანსი აქვს იმისა, რომ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალი კლუბის მფლობელი გახდეს. ამის შესახებ Fox Sports-მა დაწერა.
აღნიშნავენ, რომ NBA აპირებს შექმნას გუნდები ლას ვეგასსა და სიეტლში მას შემდეგ, რაც მომდევნო მსხვილ სატელევიზიო ხელშეკრულებას გააფორმებს.
ლებრონის გარდა, ლას ვეგასის გუნდის მფლობელობაზე კანდიდატებად დასახელდნენ მოკრივეები – ექვს წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ოსკარ დე ლა ჰოია და პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი.
შეგახსენებთ, რომ ჯეიმსი პირველი მოქმედი კალათბურთელი გახდა ისტორიაში, რომლის შემოსავალმაც მილიარდ დოლარს გადააჭარბა.