„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი კიდევ ერთი კვირა ვერ დაეხმარება თავის გუნდს რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში, – ამის შესახებ კალიფორნიული კლუბის პრეს-სამსახური იტყობინება.
ჯეიმსმა ტრავმა 2018 წლის 26 დეკემბერს, „გოლდენ სტეიტთან“ გასვლით მატჩში მიიღო. 34 წლის კალათბურთელმა საზარდულის კუნთი გაიჭიმა.
ლებრონის გარეშე „ლეიკერსმა“ ხუთი მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი მოიგო. ჯეიმსი ნამდვილად არ იქნება „მინესოტასთან“ და „დალასთან“ გასვლით მატჩებში.