ლებრონ ჯეიმსი კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით - თამაში თავად მეტყვის როდის იქნება ამის დრო
ლებრონ ჯეიმსი 36 წლის არის, მიუხედავად ამისა „ლეიკერსის“ ლიდერი და ამჟამად პლანეტის საუკეთესო კალათბურთელი კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს.
ამერიკული ფეხბურთის ლეგენდარულმა მოთამაშემ ტომ ბრეიდიმ რამდენიმე დღის წინ 43 წლის ასაკში მეშვიდედ შეძლო ჩემპიონის ბეჭდის მოგება. ამ საოცარი მიღწევის შემდეგ ამერიკულმა მედიამ ბრეიდის კარიერა ლებრონ ჯეიმსისას შეადარა. „ლეიკერსის“ ლიდერმა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ორი სხვადასხვა სპორტი, ორი სხვადასხვა პოზიცია. ნამდვილად ვერ გეტყვით რამდენი ხანი ვიქნები აქტიურ სპორტში, თუმცა თუ ვიმსჯელებთ ახლანდელი ფორმით, ჯერჯერობით, დასრულებაზე ფიქრი ძალიან ნაადრევია. ვნახოთ რა იქნება მომავალში. ამისათვის გრაფიკი არ გამაჩნია. თამაში თავად მეტყვის როდის მოვა ამის დრო.” – განაცხადა ჯეიმსმა.