ლებრონ ჯეიმსი - კარიერას მაშინ დავასრულებ, როცა მოედანზე ჩემი მაქსიმუმის გაკეთებას ვეღარ შევძლებ #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსი - კარიერას მაშინ დავასრულებ, როცა მოედანზე ჩემი მაქსიმუმის გაკეთებას ვეღარ შევძლებ #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გასული სეზონის დასრულების შემდეგ ლებრონ ჯეიმსის კალათბურთიდან წასვლასთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია გავრცელდა. სიტუაცია გაამძაფრა თავად სპორტსმენის განცხადებამაც. ლებრონმა „დენვერთან“ მარცხის შეფასების დროს თქვა, რომ ბევრ რამეზე დაფიქრებას აპირებდა.

NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ სპეკულაციები Espys Awards-ის დროს გაჟღერებული კომენტარით დაასრულა. როგორც ჩანს, ჯეიმსი აქტიური სპორტიდან წასვლას ჯერ არ გეგმავს.

„მთავარია, საკუთარ თავს არ ვატყუებდე. დიდი სპორტიდან მაშინ წავალ, როდესაც მოედანზე ჩემი მაქსიმუმის გაკეთებას ვეღარ მოვახერხებ. საბედნიეროდ, ჯერ ეს დღე არ დამდგარა“, – განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.

38 წლის ლებრონი ოთხჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი, ის ასევე ფლობს გათამაშების რეგულარული სეზონის ოთხგზის უძვირფასესი მოთამაშის სტატუსსა და ფინალების MVP-ის ოთხ ჯილდოს.

გასულ წელს ამერიკელი კალათბურთელი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა. Espys Awards-ზე მას სპეციალური ჯილდო სწორედ ამ მიღწევისთვის გადასცეს.