„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ზედიზედ მეხუთედ გამოცხადდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველაზე მაღალანაზღაურებად კალათბურთელად. მისმა წლიურმა შემოსავალმა 88.7 მილიონ დოლარს მიაღწია და აქედან 53 მილიონი მოედნის მიღმა გამომუშავებული თანხაა. ეს ინფორმაცია ავტორიტეტულ გამოცემა „ფორბსს“ (Forbes) ეკუთვნის.
მომდევნო ადგილები „გოლდენ სტეიტის“ ვარსკვლავებს – სტივენ კარისა (79.5 მილიონი) და კევინ დურანტს (65 მილიონი) ეკუთვნით. საუკეთესო ხუთეულში შედიან „ოკლაჰომას“ გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი (53.7 მილიონი) და „ჰიუსტონის“ მცველი ჯეიმს ჰარდენი (47.4 მილიონი).
ასოციაციის 10 საუკეთესო მოთამაშე 2019 წელს მიიღებს დაახლოებით 540 მილიონ დოლარს. Forbes-ის მონაცემებით, ეს 180 მილიონ დოლარზე მეტია, ვიდრე ხუთი წლის წინ.
ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ევროპელი კალათბურთელია „მილუოკის“ ფორვარდი იანის ანტენტოკუნმპო. ის ერთადერთი ევროპელია „ფორბსის“ მიერ შედგენილ საუკეთესო ათეულში – ბერძენი მეშვიდე ადგილზეა 43.2 მილიონით.