ლებრონ ჯეიმსი და კევინ დურანტი „ოლ სტარის“ ხმის მიცემაში ლიდერობენ #1TVSPORT
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გამოაქვეყნა „ყველა ვარსკვლავის მატჩზე“ ფანების გამოკითხვის პირველი საშუალედო შედეგები. 2023 წელს „ოლ სტარი“ 19 თებერვალს სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართება.
დასავლეთ კონფერენციასა და მთლიანად ლიგაში ლიდერობს ლებრონ ჯეიმსი – „ლეიკერსის“ 38 წლის ფორვარდმა გულშემატკივართა 3 168 694 ხმა მიიღო.
აღმოსავლეთში ლიდერობისთვის დაძაბულ ბრძოლაში ჯერჯერობით კევინ დურანტი ლიდერობს, რომელიც ცოტათი უსწრებს იანის ანტენტოკუნმპოს – 3 118 545 ხმა 2 998 327-ის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ ორივე კონფერენციიდან ხმის მიცემაში გამარჯვებულები „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ მონაწილე გუნდების კაპიტნები გახდებიან.
2018 წლიდან მოყოლებული, როცა შეიცვალა „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ფორმატი, ლებრონ ჯეიმსი ყოველ ჯერზე ხდებოდა გუნდის კაპიტანი. პირველ შემთხვევაში მის წინააღმდეგ თამაშობდა სტეფ კარის გუნდი, რის შემდეგაც ორ-ორჯერ მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტნები იყვნენ იანის ანტენტოკუნმპო და კევინ დურანტი.