ლებრონ ჯეიმსი და დომანტას საბონისი კვირის მოთამაშეები გახდნენ #1TVSPORT
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გასული სათამაშო კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
დასავლეთ კონფერენციაში საუკეთესოდ აღიარეს „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი. ის თავის გუნდს ოთხიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა, როცა საშუალოდ თამაშში 28.3 ქულა, 8.0 შედეგიანი გადაცემა და 7.5 მოხსნა დააგროვა. ლებრონმა ორ მატჩში ჩააგდო მინიმუმ 30 ქულა და ორი სამმაგი დუბლი შეასრულა.
აღმოსავლეთში გამოარჩიეს „ინდიანა პეისერსის“ ფორვარდი დომანტას საბონისი. ლიეტუველმა საშუალოდ მატჩში 25.0 ქულა, 10.3 მოხსნა და 6.0 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, თამაშიდან 75 პროცენტის სიზუსტით ისროლა და ორი ორმაგი დუბლი შეასრულა. მისმა გუნდმა სამივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა.