„ლეიკერსის“ ვარსკვლავურ ახალბედას ლებრონ ჯეიმსს სჯერა, რომ კობი ბრაიანტი განაახლებს პროფესიონალი მოთამაშის კარიერას. ამის შესახებ დაწერა პორტალმა Hollywood Life-მა კალათბურთელთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.
„ლებრონი დარწმუნებულია, რომ კობი განაახლებს კარიერას და ისევ ითამაშებს “ლეიკერსის” მაისურით. მიუხედავად იმისა, რომ ბრაიანტი და მისი მეუღლე საჯაროდ უარყოფენ ამგვარ ვარაუდებს, ლებრონს მიაჩნია, რომ ყველაფერი შესაძლებელია”, – წერია ინფორმაციაში.
ამგვარი დისკუსია ამერიკულ პრესაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ლებრონ ჯეიმსი “კლივლენდიდან” “ლეიკერსში” გადავიდა. მსგავსი ჭორი რამდენიმე დღის წინ, ლეგენდარულმა შაკილ ო’ნილმაც გაავრცელა და მას კობი ბრაიანტის მეუღლემ ვანესა ბრაიანტმა უპასუხა.
“კობი არ განაახლებს კარიერას. მას აღარ უნდა თამაში. სიმართლე გითხრათ, მოგვწონს დროის ერთად გატარება მატჩების არანორმალური განრიგის გარეშე, რომელიც ხელს უშლის დაბადების დღეებისა და სხვა წვეულებების გამართვას”, – განაცხადა ვანესამ.
39 წლის კობი ბრაიანტმა კარიერაში 2016 წელს დაასრულა. მან 20 სეზონი გაატარა “ლეიკერსის” შემადგენლობაში.