ლერბონ ჯეიმსმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. „მეფე“ ადასტურებს, რომ ცნობილი მხატვრული ფილმის „სფეის ჯემის“ მეორე ნაწილის გადაღებები დაიწყო.
კინოსურათში მთავარ როლს ლებრონი ასრულებს. შეგახსენებთ, რომ „სფეის ჯემის“ პირველ ნაწილში მთავარ როლს მაიკლ ჯორდანი ასრულებდა.
კონტრაქტის თანახმად, გადაღებები 2019-2020 წლების ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ჯეიმსი „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ შეუერთდება და ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.