“კლივლენდის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ექსტრავაგანტული კოსტუმით მივიდა “გოლდენ სტეიტთან” მატჩზე.
SportsNewsSummary-ის ჟურნალისტებმა დაითვალეს – “კავალიერზის” ფორვარდს ეს იმიჯი 47 ათასი დოლარი დაუჯდა. ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა ჩანთა, სავარაუდოდ, ნიანგის ტყავის, რომლის ღირებულებაა – 41 ათასი დოლარი.
ჟურნალისტებს არ დაუთვლიათ ჯეიმსის საათისა და ბეჭდების ფასები. ამ შემთხვევაში, საერთო ღირებულება 100 ათასს გადააჭარბებდა.