“კლივლენდ კავალიერზის” ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” კონტრაქტზე მოელაპარაკა, – იტყობინება Klutch Sports Group. მოთამაშესთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, კალათბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ჯამში 154 მილიონ დოლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ჯეიმსმა უარი თქვა “კლივლენდთან” კონტრაქტის გაგრძელების პუნქტზე და თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავიდა.
გასულ რეგულარულ სეზონში ჯეიმსმა 82 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 27.5 ქულა, 8.6 მოხსნა და 9.1 შედეგიანი პასი დააგროვა. პლეი ოფში მისი საშუალო მონაგარი იყო – 34.0 ქულა, 9.1 მოხსნა და 9.0 პასი.