„ლე პარიზიენი“ - ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის მიქაუტაძის დაწინაურება სასიამოვნო სიურპრიზია #1TVSPORT
პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემამ, „ლე პარიზიენმა“ ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირებზე სტატია გამოაქვეყნა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის კარგი თამაშიც გამოარჩია.
ევრო 2024 – ბომბარდირთა მოულოდნელი რეიტინგი
„ევრო 2024-ზე დიდი ვარსკვლავები ჯერჯერობით იმედებს ვერ ამართლებენ. კილიან მბაპეს მხოლოდ ერთი ბურთი აქვს გატანილი, კრიშტიანუ რონალდუს კი ერთი გოლი პენალტების სერიის დროს აქვს გატანილი.
ჩემპიონატის დაწყებამდე ბომბარდირთა ასეთ რეიტინგს ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა. სასიამოვნო სიურპრიზია მეგოლეებს შორის ქართველი გიორგი მიქაუტაძის დაწინაურება. „მეცის“ თავდამსხმელი სამი გოლითა (მათ შორის, ორი პენალტით) და ერთი საგოლე გადაცემით ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი გახდა. 23 წლის თავდამსხმელმა საქართველოს ნაკრების ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში გაიტანა და ვილი სანიოლის ნაკრების მიერ ნაჩვენები ისტორიული შედეგის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა.
კილიან მბაპემ და ჰარი კეინმა მიღწევებით ჯერ თავი ვერ გამოიჩინეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია კრიშტიანო რონალდო, რომელმაც კარიერაში პირველად დიდი საერთაშორისო შეჯიბრის (ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატი) ჯგუფური ეტაპი უგოლოდ დაასრულა“, – წერს ფრანგული გამოცემა.