Le Parisien-ი - „პარი სენ-ჟერმენმა“ გალტიე დაითხოვა, მისი შემცვლელის ვინაობა უკვე ცნობილია #1TVSPORT
პსჟ-მ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კრისტოფ გალტიე გაათავისუფლა და მისი შემცვლელის ვინაობა უკვე ცნობილია, – იუწყება Le Parisien-ი.
ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, პარიზულ გუნდს „ბაიერნის“ ყოფილი დამრიგებელი, 35 წლის სპეციალისტი იულიან ნაგელსმანი ჩაიბარებს.
გალტიე პსჟ-ს 2022 წლიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის სუპერთასი მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში სწორედ „ბაიერნთან“ დამარცხდა.