ლაზერის ხმლებით ბრძოლა სპორტის სახეობა გახდა
ლაზერის ხმლებით ბრძოლა სპორტის სახეობა გახდა

საფრანგეთის ფარიკაობის ფედერაციამ ლაზერის ხმლებით ორთაბრძოლა სპორტის ერთ-ერთ სახეობად ოფიციალურად აღიარა.

როგორც სააგენტო ასოშიეიტედ პრესი (AP) წერს, ვარსკვლავური ომების თაყვანისმცემლებს ნამდვილი ზეიმი აქვთ: მათი მოკრძალებული გასართობი ოფიციალურ სტატუსს იღებს და შესაძლოა კლასიკურ ფარიკაობასაც გაუწიოს კონკურენცია.

სპორტის ახალ სახეობაში პროფესიულ დონეზე გამოსასვლელად, აუცილებელია სინათლის პოლიკარბონატული ხმლის ზუსტი ასლი და შესაბამისი თავდაცვითი აღჭურვილობა.

ჯავშნისა და სინათლის ხმლის ღირებულება დაახლოებით 400 დოლარია.