ლაზარე კუპატაძე: საქართველოს ნაკრებში მოხვედრა დიდი პასუხისმგებლობაა
ლაზარე კუპატაძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გაფართოებულ სიაში პირველად მოხვდა – „საბურთალოს“ მეკარე ვლადიმირ ვაისმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის გამოიძახა, რომელსაც ქართველი ფეხბურთელები 6 სექტემბერს ყაზახეთთან ასტანაში და 9 სექტემბერს ლატვიასთან „დინამო არენაზე“ გამართავენ. კუპატაძე ტრავმირებულ გიორგი მაკარიძეს შეცვლის.
„ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველოს ნაკრების შეკრებაზე რომ გამომიძახეს. იმედი მქონდა, რომ ეს დღე დადგენოდა. ეროვნულ გუნდში მოხვედრა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ეს კი „საბურთალოს” დამსახურებაა და მადლობა ყველას, ვინც მენდო, გვერდში დამიდგა და ჩემი გაზრდისთვის ყველაფერს აკეთებს” – ამბობს კუპატაძე.
კუპატაძე „საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია და კლუბის შემადგენლობაში 87 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. იყო 19-წლამდელთა ნაკრების წევრი, ამჟამად კი ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია. გიორგი ხარაიშვილის შემდეგ, ის მეორე ფეხბურთელია, რომელიც „საბურთალოდან” ქვეყნის მთავარ ნაკრებში მიიწვიეს.