ლაზარ მარინი - საქართველოდან დაუვიწყარი ემოციები გამყვა
ლაზარ მარინი - საქართველოდან დაუვიწყარი ემოციები გამყვა

ლაზარ მარინმა ქუთაისის ტორპედო დატოვა. 24 წლის ბულგარელი ქუთაისურ კლუბში ზაფხულში ჩაირიცხა, ახლა კი თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმებით დატოვა.

ბულგარელი მოთამაშე გუნდს დაემშვიდობა და თანაგუნდელებს, გუნდის ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა კლუბს მადლობა გადავუხადო კარგი მიღებისთვის. „ტორპედოს“ ხელმძღვანელობა მენდო და განვითარების საშუალება მომცა. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც, ენის ბარიერის მიუხედავად, ჩემთან მაინც გამონახეს საერთო ენა, რის ხარჯზეც ადაპტაცია მალე გავიარე. მადლობა სამწვრთნელო შტაბს ნდობისთვის. სამწუხაროდ, ჩემი ქართული კარიერა ხანმოკლე გამოდგა, მაგრამ საქართველოდან ბევრი კარგი მოგონება და დაუვიწყარი ემოციები გამყვა. ბედნიერი ვარ, რომ ტორპედოში ვითამაშე. მიხარია, რომ გაგიცანით… მიხარია, რომ ასეთი ფანებისთვის ვითამაშე… საქართველოში აუცილებლად ჩამოვალ და იმედი მაქვს, ერთმანეთს კიდევ შევხვდებით!“ – ამბობს ლაზარ მარინი.