ლაუტარო მარტინესმა „ინტერთან“ ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლაუტარო მარტინესმა „ინტერთან“ ახალი კონტრაქტი შეათანხმა

ლაუტარო მარტინესი „ინტერში“ რჩება. მილანური კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის შეძენა არაერთ გრანდს სურდა, მაგრამ მარტინესმა „ინტერში“ დარჩენა ამჯობინა და კლუბთან ხელშეკრულებას 2024 წლამდე გააფორმებს.

Tuttosport იუწყება, რომ ლაუტარო მარტინესი ხელფასის სახით, სეზონში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს (გათვალისწინებულია ბონუსებიც).

გავრცელებული ინფორმაციით, „ინტერსა“ და ლაუტარო მარტინესს შორის გაფორმებული ახალი კონტრაქტის თანახმად, არგენტინელის შესყიდვა „იუვენტუსსა“ და „მილანს“  150 მილიონ ევროდ შეეძლებათ.