ლაუტარო მარტინესმა „ინტერს" აცნობა, რომ „ბარსელონაში" გადასვლა სურს
მილანის „ინტერის” ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა მილანური კლუბის ხელმძღვანელობას შეატყობინა, რომ „ბარსელონაში” გადასვლას აპირებს, – წერს გამოცემა „მუნდო დეპორტივო”.
წყაროს ცნობით, არგენტინელმა ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ არ გააფორმებს „ინტერთან” ახალ ხელშეკრულებას. იტალიური კლუბი მზად არის გაუშვას მარტინესი, თუ „ბარსელონა” გადაიხდის 90 მილიონ ევროს.
ლაუტაროს კონტრაქტი „ინტერთან” 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა 16 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი პასი შეასრულა.