ლაუტარო მარტინესი „ინტერს“ ვერ მოელაპარაკა და „ბარსელონაში“ გადასვლა სურს
არგენტინელი ფორვარდი ლაუტარო მარტინესი, დიდი ალბათობით, „ინტერს“ წლევანდელი სეზონის შემდეგ დატოვებს, – იუწყება „გაძეტა დელო სპორტი“
წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა ვერ შეძლო მილანურ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებაზე შეთანხმება. იანვარში „ინტერი” ლაუტაროს სთავაზობდა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ის დღევანდელ ხელფასზე ორჯერ მეტს მიიღებდა – 4 მილიონ ევროს წელიწადში.
იტყობინებიან, რომ 22 წლის მარტინესს „ბარსელონაში“ გადასვლა სურს, რათა თავის თანამემამულესთან ლიონელ მესისთან ერთად ითამაშოს. ამასთან, კატალონიელები მზად არიან, ფორვარდს წელიწადში 10 მილიონი ევრო გადაუხადონ.
ადრე გახდა ცნობილი, რომ „ინტერი“ თანახმაა, დააგდოს მარტინესის ფასი კორონავირუსის გამო. ფეხბურთელის გასაყიდ თანხად მითითებული იყო 111 მილიონი ევრო, მაგრამ, ახლა მილანელები შეიძლება 80 მილიონად შეელიონ ფორვარდს.
ლაუტარო მარტინესის კონტრაქტი „ინტერთან“ 2023 წლის ზაფხულში იწურება.