„ჩიკაგოსთვის“ მიმდინარე სეზონი საკმაოდ არასტაბილურად მიმდინარეობს, თუმცა გუნდი მაინც იბრძვის აღმოსავლეთ კონფერენციაში პლეი ოფის საგზურისთვის.
„ბულსს“ კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა გაუჩნდა. როგორც ჩანს გუნდს პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლა ლაური მარკანენის გარეშე მოუწევს. ფინელმა ბარძაყის ტრავმა მიიღო და ექიმების თქმით 4-6 კვირას გამოტოვებს.
ლაური მარკანენი მიმდინარე სეზონზე მატჩში საშუალოდ 15 ქულასა და 6.5 მოხსნას აგროვებს.